პაოლო მალდინიმ ჩოგბურთელობა წაგებით დაიწყო

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდამ პაოლო მალდინიმ პროფესიულ დონეზე გადაწყვიტა ჩოგბურთის თამაში.

მან და მისმა მწვრთნელმა, ყოფილმა ჩოგბურთელმა სტეფანო ლანდონიომ მილანში "ჩელენჯერის" სერიის ტურნირზე შეიტანეს განაცხადი და წყვილთა თანრიგში ითამაშეს, მაგრამ პირველივე წრეში წააგეს პროფესიონალი ჩოგბურთელების - პოლონელი ტომაშ ბედნარეკისა და ჰოლანდიელი დავიდ პელას წყვილთან - 1:6, 1:6.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მალდინიმ განაცხადა, რომ იტალიაში გასამართი სხვა "ჩელენჯერებიდანაც" მიიღო შეთავაზება, მაგრამ ეს ერთჯერადი აქცია იყო და საჩოგბურთო კარიერის განვრცობას არ აპირებს. როგორც ჩანს, ფეხბურთის ლეგენდას სადებიუტო მატჩის ანგარიში არ მოეწონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოყვარულმა ჩოგბუღტელმა უნდა ითამაშოს მოყვარულებში და თავის ასაკობრივ ჯგუფში. მაშინ ექნება თავის გამოჩენის შანსი!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული