ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
ინდონეზიელმა ბიზნესმენმა, ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან დროის უქონლობა დაასახელა.

საქმე ისაა, რომ 2018 წელს, ინდონეზია აზიის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და ტოჰირი საორგანიზაციო საკითხებში აქტიურადაა ჩართული.

"აზიური თამაშების გამო, იძულებული ვარ, სხვა საქმიანობებს ჩამოვშორდე.

მილანში ყოველ თვე ჩავდიოდი, მაგრამ ბოლოს ეს აპრილში მოხდა. გადავწყვიტე, პოსტი დავტოვო.

Suning-ს შეუძლია ფეხბურთელებთან დაკავშირებით აზრი მკითხოს, მაგრამ მწვრთნელებთან იმდენად ხშირად საუბარს ვეღარ ვახერხებ, როგორც ადრე," - ციტირებს ტოჰირის სიტყვებს Football Italia.

ტოჰირი "ინტერის" პრეზიდენტი 2013 წლის მიწურულს დაინიშნა. სწორედ ამ
დროს იყიდა მისმა კომპანიამ მილანური კლუბი მასიმო მორატისგან. 2016 წლის ივნისში, ინდონეზიელმა ბიზნესმენმა აქციების ნაწილი Suning Holdings Group-ს მიჰყიდა, მაგრამ პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა. ამჟამად, ტოჰირს აქციების 31.05% ეკუთვნის, ხოლო Suning Holdings Group-ს - 68.55%.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული