სავარაუდო ტრანსფერი: მორატაც "მილანის" გზაზე...

AutoSharing Option
"მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ დაადასტურა, რომ კლუბი მადრიდის "რეალის" ვარსკვლავით, ალვარო მორატათია დაინტერესებული, მაგრამ მან განაცხადა, რომ "ლოს ბლანკოსთან" მოლაპარაკებას მხოლოდ "საკუთარი თამაშის წესებით" აწარმოებენ.

მორატას ბოლო დროს ინგლისურ პრემიერლიგას უკავშირებდნენ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რომელუ ლუკაკუ აიყვანა, განელდა "ჩელსის" ინტერესიც.

"მილანი" მორატას სატრანსფერო სეზონის გახსნიდან აკვირდება. მან პირადად გვითხრა, რომ მზად არის კლუბი შეიცვალოს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე ბევრი რამ შეიცვალა, მორატას ხელში ჩასაგდებად ბევრი კლუბი ჩაერთო ბრძოლაში. ჩვენს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია აღდგეს, ოღონდ, უკვე მხოლოდ ჩვენი პირობების
კარნახით", - განაცხადა მირაბელიმ "პრემიუმ სპორტთან" ინტერვიუში.

"მარკა" წერს, რომ მორატას "მილანში" სავარაუდო ტრანსფერი მას მერე გააქტიურდა, რაც ლეონარდო ბონუჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა. ბონუჩი და მორატა "იუვენტუსში" თანაგუნდელები იყვნენ. ამბობენ, რომ ბონუჩი უკვე ელაპარაკა მორატას სავარაუდო ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ "რეალი" 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ძალიან ბევრს, 90 მილიონ ევროს ითხოვს, ალვაროს "ლოს მერენგესთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანი" მორატას წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს. "გაძეტა" მიიჩნევს, რომ მორატა ძალიან ახლოს არის ამ ტრანსფერთან. ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა წასვლის სურვილის შესახებ, მას სურს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, ამისთვის კი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება - ბეილი-ბენზემა-რონალდოს ტრიოსთან კონკურენციაში კი მორატას საკმარისი სათამაშო დრო ვერაფრით შეხვდება.

ზინედინ ზიდანი შეეცადა, გადაერწმუნებინა მორატა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოუვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული