კასანო სამაგალითო პროფესიონალთა რიცხვს არასდროს მიეკუთვნებოდა. დღეს კი, მან თავისი უცნაური ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. "ბარის", "რომას", "რეალის", "მილანის", "ინტერის", "პარმასა" და "სამდორიას" ყოფილი მოთამაშე ფეხბურთს ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. თუმცა, "ვერონასთან" ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მან ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კასანოს სახლი და ოჯახი მოენატრა და ფეხბურთიდან წასვლა სწორედ არ მიზეზით გადაწყვიტა.