ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს

AutoSharing Option
გერმანულმა "ლევერკუზენმა" მეკარე ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაყიდა. ამის თაობაზე გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა განაცხადა. არადა, ნეაპოლელებს გერმანიის ნაკრების მეკარის გადაბირება ძალიან უნდოდათ.

"ლენო გერმანიის ნომერ მეორე მეკარეა და გასაკვირი სულაც არაა, რომ მის მიმართ ინტერესი არის. "ნაპოლი" ჩვენ დაგვიკავშირდა ამ ტრანსფერის თაობაზე, მაგრამ მათ ვუთხარით, რომ ლენოს ვერანაირად ვერ შეველევით და რომ იტალიელებს შანსი არ აქვთ. ეს თემა ამოწურულია." - განაცხადა ფიოლერმა.

ლენოს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 23 მილიონი ევროა. "ფარმაცევტებში"
ლენო 2011 წელს გადავიდა "შტუტგარტიდან", 7,5 მილიონ ევროდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული