გონსალო იგუაინმა "ნაპოლისთან" სასამართლო წააგო

AutoSharing Option
"იუვენტუსის" არგენტინელმა შემტევმა, გონსალო იგუაინმა თავის ყოფილ კლუბს, "ნაპოლის" სასამართლოში ვერ აჯობა.

29 წლის ფეხბურთელი მიიჩნევდა, რომ ნეაპოლელებმა, 2015/16 წლების სეზონში და 2014/15 წლების სეზონის ნაწილში, მას, საიმიჯო უფლებების გამოყენების საფასური არ გადაუხადეს.

იგუაინი "ნაპოლისგან" 600 ათას ევროს ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ სარჩელი განუხილველი დატოვა. მიზეზი ისაა, რომ არგენტინელის ადვოკატებმა მტკიცებულებების 50 დღის ვადაში წარმოდგენა ვერ მოახერხეს.

გონსალო იგუაინი "ნაპოლიში" 2013-16 წლებში თამაშობდა. ნეაპოლელთა მაისურით მან 146 თამაში ჩაატარა და 91 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული