ბონუჩის წარმატებული დებიუტი და ახალგაზრდა ტალანტის გაბრწყინება - "მილანმა" "ბაიერნი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, იტალიურმა "მილანმა" გერმანული "ბაიერნი" 4:0 გაანადგურა.

შეხვედრაში, რომელშიც "როსონერის" რიგებში ლეონარდო ბონუჩის დებიუტი შედგა, იტალიელებმა სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. ანგარიში, მე-14 წუთზე, ახალწვეულმა ფრანკ იანიკ კესიემ გახსნა. 25-ე და 43-ე წუთებზე, 19 წლის პატრიკ კუტრონემ "რეკორდმაისტერს" 2 გოლი გაუტანა. მე-2 ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა - თავი "მილანის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გამოიჩინა.

ბაიერნი
: ფრუხტლი, რაფინია, ჰუმელსი (სანშეში 46), ალაბა, ბერნატი (ფრიდლი 30), მარტინესი, ტოლისო, კომანი, მიულერი, რიბერი (ხამესი 46), ლევანდოვსკი

მილანი:
ჯ. დონარუმა (ა. დონარუმა 79), აბატე (კონტი 46), საპატა (ბონუჩი 63), მონტოლივო (ბილია 46), როდრიგესი (ანტონელი 63), მუსაჩო (პალეტა 78), კესიე (სოსა 79), ბონავენტურა (მაური 79), ნიანგი (გომესი 79), კუტრონე (ანდრე სილვა 46), ბორინი (ჩალჰანოღლუ 63)

გოლები: 0:1 კესიე 14, 0:2 კუტრონე 25, 0:3 კურტონე 43, 0:4 ჩალჰანოღლუ 85
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული