მატერაცის პასუხი შვაინშტაიგერს

AutoSharing Option


სამშაბათს, „ბაიერნისა“ და „ინტერის“ დაპირისპირების (2:3) დამთავრების შემდეგ, მიუნხენური კლუბის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი „ნერაძურის“ მცველ მარკო მატერაცისკენ იწევდა – ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას, რის შემდეგაც შვაინშტაიგერმა ჟურნალისტებს უთხრა, ზინედინ ზიდანის ახლა უკვე ძალიან კარგად მესმის, მატერაცი პროვოკატორია და ჯერ თამაშის წინ, მერე კი საფინალო სასტვენის შემდეგაც ცუდი რაღაცები მომაძახაო. იტალიელმა მცველმა გერმანელ ფეხბურთელს პასუხი საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით გასცა. აი, რას წერს მატერაცი:

„შვაინშტაიგერი ძალიან ბევრს ლაპარაკობს, გრძელი ენა ჰქონია. მე კი მის შესახებ მხოლოდ ამას ვიტყვი: როგორც ჩანს, რაღაც ორიგინალურის
გაკეთება უნდოდა, როცა პროვოკატორი მიწოდა. ორი კვირაა, შვაინშტაიგერი მილანის „ინტერზე“ ლაპარაკობს და თანაც, ძალიან ცუდად. მან თქვა, რომ სამშაბათს დიდი რევანში შედგებოდა, რომ „ბაიერნი“ აუცილებლად შურს იძიებდა მადრიდული ფინალის წაგებისთვის. მან ისიც თქვა, „ინტერი“ ალბათ ისე ითამაშებს, როგორც ზოგადად იტალიელები თამაშობენ ხოლმეო და ერთ-ერთ ინტერვიუში იტალიური ფეხბურთი შეურაცხყო. ესეც არ იკმარა და თქვა, იტალიური კლუბებიდან, მარტო „მილანის“ ფეხბურთელებს ვცნობ სახეზეო. იმედია, „ინტერის“ ფეხბურთელებს სახეზე სამშაბათის მერე მაინც ცნობს. მე მისთვის ცუდი არაფერი მითქვამს და ალბათ ნერვები იმიტომ მოეშალა, რომ სახის გამომეტყველება მქონდა ძალიან მკაცრი. პროვოკატორს ალბათ იმიტომ მიწოდებს, რომ თამაშის წინ და თამაშის მერეც შევახსენე, რომ უმჯობესია, მოგებული თამაშის მერე ილაყბოს ხოლმე...“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული