რენატო სანშეში "მილანის" სამიზნეში რჩება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი რენატო სანშეში არ მალავს, რომ მას გერმანული კლუბის დატოვება უნდა.

ახალგაზრდა პორტუგალიელი "ბაიერნში" გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა და დროის დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. სანშეშის თქმით, მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მზადაა ახალი გამოწვევა მიიღოს. რენატომ "მილანი" ერთ-ერთ სასურველ ვარიანტად დაასახელა და დასძინა, რომ საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. ახალგაზრდა პორტუგალიელმა ეს პოზიცია Bild-თან საუბრისას გააჟღერა.

ამ თემაზე კომენტარი "მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმო მირაბელიმაც გააკეთა - მისი თქმით, რენატო ლომბარდიული გრანდის ინტერესის სფეროში რჩება და
ამ თემაზე აუცილებლად იქნება მოლაპარაკება. საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც "მილანი" და "ბაიერნი" აზიური ტურნეებიდან დაბრუნდებიან.

რამდენიმე დღის წინათ, გუნდებმა ერთმანეთში ითამაშეს და "მილანმა" მეტოქეს 4:0 მოუგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული