ცნობილი გახდა, რომ "როსონერი" ამ ფეხბურთელების სატრანსფერო ფასის გადახდას და მათ დარეგისტრირებას 11 აგვისტომდე ვერ ახერხებს. კლუბის გენერალური დირექტორის, მარკო ფასონეს თქმით, ამის მიზეზი ფინანსურ რესურსებთან წვდომაზე შეზღუდვაა.
11 აგვისტომდე "მილანი" ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს - ორივეს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუმინულ "კრაიოვასთან". ვინჩენცო მონტელას გუნდს ლეონარდო ბონუჩი და ლუკას ბილია ამ თამაშებში ვერ დაეხმარებიან.