"ჩვენ გვინდა, ოთხეულში დავასრულოთ ჩემპიონატი. "ინტერი" ვართ და ვალდებულება გვაქვს, საუკეთესოდ ვითამაშოთ. მხოლოდ და მხოლოდ მაღალ მიზნებს ვისახავთ. ოთხეული პროგრამა-მინიმუმია. შეიძლება, ერთი-ორი ფეხბურთელი მოვიდეს გუნდში, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება. ჩვენ გუნდში გვყავს არაერთი კარგი მოთამაშე და მათ შეუძლიათ, კარგი შედეგი აჩვენონ." - განაცხადა სპალეტიმ.
"ინტერმა", სერია A-ს გასული გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"