ლუჩანო სპალეტი: "ინტერის" მიზანი ოთხეულია

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მილანური გრანდის მიზანი სერია A-ს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა.

"ჩვენ გვინდა, ოთხეულში დავასრულოთ ჩემპიონატი. "ინტერი" ვართ და ვალდებულება გვაქვს, საუკეთესოდ ვითამაშოთ. მხოლოდ და მხოლოდ მაღალ მიზნებს ვისახავთ. ოთხეული პროგრამა-მინიმუმია. შეიძლება, ერთი-ორი ფეხბურთელი მოვიდეს გუნდში, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება. ჩვენ გუნდში გვყავს არაერთი კარგი მოთამაშე და მათ შეუძლიათ, კარგი შედეგი აჩვენონ." - განაცხადა სპალეტიმ.

"ინტერმა", სერია A-ს გასული გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული