"უდინეზე" ჩემპიონთა ლიგაში!

AutoSharing Option
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - მიუხედავად “მილანელთა” არაერთი განცხადებისა ფეარ-პლეის პრინციპების დაცვის თაობაზე, “როსონერიმ” ნახევარი ძალით ითამაშა “უდინეზესთან”, რამაც ფრიულელებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისკენ გზა გაუხსნა.

ამით იმის თქმა ნამდვილად არ გვსურს, რომ სრული მობილიზების შემთხვევაში, ლომბარდიელები აუცილებლად დაამარცხებდნენ მეტოქეს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან გაუიოლეს ამოცანა გაცილებით უფრო მოტივირებულ მეტოქეს. ერთადერთი, ვინც სტუმართაგან თავი ბოლომდე გამოავლინა, კიპერი მარკო ამელია გახლდათ - “როსონერის” სათადარიგო მეკარემ საოცარი თამაში ჩაატარა და ბევრჯერ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარკომ თერთმეტმეტრიანიც
აიღო და თანაც, აუღო ვის? - თვით ანტონიო დი ნატალეს, სერია A-ს 2010/2011 წლების საუკეთესო ბომბარდირს.

დიახ, დი ნატალე ყველაზე ახლოს იყო გატანილ გოლთან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხი აუკანკალდა და ამელიას კიდევ ერთი სეივის გაკეთების საშუალება მისცა. როგორც ჩანს, ტოტოს ლიდერთათვის დამახასიათებელი სინდრომი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში უჭირს პენლების გატანა. შეგვიძლია 2008 წლოის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი გავიხსენოთ, რომელშიც ესპანეთმა იტალიას სწორედ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო და მაშინაც, ტოტოს დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ამჯერად, დი ნატალეს გაუმართლა - “მილანმა” არ მოიკლა შეტევაში თავი და შეხვედრა მასპინძელთათვის სასურველი ანგარიშით, 0:0 დასრულდა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აჟღერდა და მწვრთნელ-ფეხბურთელები ზეიმს მიეცნენ. ფრანჩესკო გვიდოლინმა დაპირებული ცეკვა შეასრულა, შემდეგ კი როგორც წესია, ხელში აიტაცეს და ჰაერშიც არაერთხელ ააგდეს. ცალკე სალაპარაკო თემაა გულშემატკივრები, რომლებმაც პირველად გაავსეს “სტადიო ფრიულის” ტრიბუნები და ისე იზეიმეს წარმატება, იფიქრებდით, “უდინეზემ” სკუდეტო მოიგოო. პრინციპში, უდინური კლუბისთვის ლიგის თუნდაც საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური სკუდეტოც არის და შესაძლოა უფრო მეტიც. გვიდოლინის მსგავსად, ჰაერში ანდრეა პირლოც აიტაცეს, ოღონდ "მილანის" ფეხბურთელებმა და ასეთი ჟესტით გააცილეს გუნდიდან. ანდრეას “როსონერის” მცირერიცხოვანმა გულშემატკივრებმა სიმღერა უძღვნეს და ამ უკანასკნელმაც თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მოკლედ, უდინეში ემოციური საღამო იყო - ცოტა ცრემლები და ბეეეევრი ზეიმი.

საინტერესო მატჩი გაიმართა ლეჩეში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი მეირე გუნდი, “ლაციო” მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, რომაელებმა დაამარცხეს მეტოქე, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არადა, თამაშამდე იმედიანად იყვნენ დედაქალაქელები - ედუარდო რეიამ ისიც კი განაცხადა, დარწმუნებული ვარ, მილანელები თავს არ დაზოგავენ უდინეში და ჩვენს შანსებს უფრო ძვირად შევაფასებდიო. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და “ლაციალებს” ევროპის ლიგის საგზურით მოუწევთ დაკმაყოფილება.

ევროპის ლიგაზე მეორე რომაული გუნდიც მიიღებს მონაწილეობას, რადგან ვინჩენო მონტელას შეგირდებმა დაამარცხეს სერია ბ-ში გავარდნილი “სამპდორია” და მეექვსე ადგილი შეინარჩუნეს. ამ პოზიციაზე აღზევების შანსი “იუვენტუსს” ჰქონდა, მაგრამ ტურინელებმა საკუთარ კედლებში “ნაპოლისთან” გაიყვეს ქულები და მომდევნო სეზონში მხოლოდ ეროვნული ასპარეზით შემოიფარგლებიან.

ტურინული თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტებიც უხვად შეიქმნა. მათი აღწერისგან თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ სამხრეთელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს - თავად განსაჯეთ, შეტევის წინა ხაზზე ვალტერ მაძარიმ ჯუზეპე მასკარა და კრისტიანო ლუკარელი გაამწესა. ამ უკანასკნელმა გოლიც კი გაუტანა პიემონტელებს და შეგვახსენა, რომ ერთ დროს მრისხანე ფორვარდი იყო.

ტურინელთაგან იმათ გამოიჩინეს თავი, რომლებზეც ყველაზე ნაკლებად ამბობენ, რომ სეზონის ჩაგდებაში მიუძღვით ბრალი - პირველი ჯორჯო კიელინიმ შეაგდო, ხოლო მეორე ალესანდრო მატრიმ. რაც მთავარია, ლუიჯი დელ ნერი მიდის - მან უკვე განაცხადა, რომ “ნაპოლისთან” პაექრობა მისთვის ბოლო იყო “ვეკია სენიორას” მთავარი მწვრთნელის’ პოსტზე. სავარაუდოდ, დელ ნერის ანტონიო კონტე ჩაანაცვლებს...

“რომას” მიერ “სამპდორიას” ძლევის შესახებ უკვე ვთქვით და ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ გოლები თავდამსხმელებმა: ფრანჩესკო ტოტიმ, მირკო ვუჩინიჩმა და მარკო ბორიელომ გაიტანეს. დედაქალაქელებმა 3:1-ზე დაამარცხეს მეტოქე და ევროპის ლიგაზე რიხით შეჯლიგინდნენ. მეორე საქმეა, რომ “ჯალოროსის” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ჰქონდა მიზნად დასახული და ეს შედეგი ნამდვილად ვერ ჩაითვლება წარმატებულად. “ჯალოროსის” გულშემატკივრებს მხოლოდ იმით შეუძლიათ დაიმშვიდონ თავი, რომ კლუბს ახალი მეპატრონე რობერტო დი ბენედეტო ჰყავს, რომელიც “რომაში” დიდძალი თანხების ჩადებას აპირებს. დი ბენედეტო დაესწრო კიდეც ბოლო ტურის შეხვედრას და ტიფოზებმა მას ოვაციებიც მოუწყვეს.

“ინტერს” კიდევ აქვს ერთი შეხვედრა დარჩენილი და თანა ძალიან მნიშვნელოვანი, “პალერმოსთან" თასის ფინალი, თუმცა “ჯუზეპე მეაცაზე” გამართულ ბოლო ტურის პაექრობას მაინც ფეხბურთელების გულშემატკივრებთან დამშვიდობების ელფერი დაკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო მოსაზრებით "ინტერმა” სეზონი ჩააგდო, ქომაგებმა თბილად მიიღეს გუნდი და არც ტაში დაიშურეს. ორჯერ ჯამპაოლო პაცინიმ გაუტანა “კატანიას”, ერთხელ ნაგატომომ, რასაც სიცილიელებმა ლედესმას კინკილა გოლით უპასუხეს. საბოლოოდ, 3:1 “ინტერის” სასარგებლოდ და დამსახურებული მეორე ადგილი სატურნირო ცხრილში.

ნამატჩევს ლეონარდომ გულშემატკივრებს გადაუხადა განსაკუთრებული მადლობა, თუმცა არც შეგირდები დავიწყებია: “თასის ფინალი გვაქვს წინ და ბევრისგან განსხვავებით, სეზონი ჯერ არ დაგვისრულებია. თუმცა, სერია ა დამთავრდა და ძალიან კარგია, რომ ბოლო შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებიც არც აქამდე ზოგავდნენ ძალებს და “კატანიასთანაც” ბოლომდე დაიხარჯნენ. უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში გვიდგანან და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც.”

ლეონარდო რომ “ინტერში” რჩებოდა, ისედაც ცხადი უყო და ამ სიტყვების შემდეგ ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნა. მასიმო მორატი ენდობა ბრაზილიელს და ვნახოთ, მომდევნო სეზონში მაინც თუ გაუმართლებს ინტუიცია. დიახ, “ინტერის” პრეზიდენტმა სწორედ ასე თქვა: ინტუიცია მკარნახობს, ლეო უნდა დარჩეს, რათა მასთან ერთად ახალი მწვერვალები დავიპყროთო. ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო...

სერია A-ს 2010/2011 წლების სეზონი დასრულდა, თუმცა ის, რაც იტალიელებს ყველაზე მეტად უყვართ, სწორედ ახლა იწყება - სტატისტიკური მონაცემების შეკრება-შეჯამება, ანალიზი, თითოეული დეტალის და ნიუანსის გარჩევა. მოკლედ, სერია A დაგვემშვიდობა, თუმცა ბევრი საფიქრალი დაგვიტოვა.

ჯენოა-ჩეზენა 3:2
ჯენოა (4-4-2): პერინი - დაინელი (20. კალაძე), კრიშიტო, მესტო, მორეტი - მ. როსი, რაფინია (56. კუკა), ანტონელი, მილანეტო - პალასიო, ფლორო ფლორესი (61. ბოზელი).
ჩეზენა (4-3-3): კალდერონი - ფელიპე, ლაურო, დელაფიორე (20. პელეგრინო), სანტონი - კასერტა (46. სამარკო), პაროლო, გორობსოვი - ხიმენესი, ჯაკერინი (71. მალონია), ბოგდანი.
გოლები: 1:0 ფლორო ფლორესი (6), 2:0 ფლორო ფლორესი (17), 3:0 პალასიო (45), 3:1 ბოგდანი (49-პენ), 3:2 ხიმენესი (89)
გაფრთხილება: პერინი
კუთხური: 10-10; ჯარიმა: 6-7; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 18(7)-24(10); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 24 000

ინტერი-კატანია 3:1
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - ნაგატომო, რანოკია (70. სამუელი), ლუსიო, კივუ - ხ. ძანეტი, ტ. მოტა, სტანკოვიჩი (56. მატერაცი) - ხარჯა - პაცინი, ეტო’ო (46. დ. მილიტო).
კატანია (4-3-3): კამპანიოლო - პ. ს. ალვარესი, პოტენცა, ტერლიცი, მარკეზე - პ. ლედესმა, კარბონი (55. ლოდი), კაპუანო (55. რიკიუტი) - სკელოტო (70. ისკო), ბერჯესიო, გომესი.
გოლები: 1:0 პაცინი (15), 2:0 პაცინი (48), 3:0 ნაგატომო (63), 3:1 პ. ლედესმა (66)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 21(6)-9(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 58 000

ბრეშა-ფიორენტინა 2:2
ბრეშა (3-5-2): არკარი - ძობოლი, ძებინა, ბეგა - ფილიპინი (77. ტასი), ძამბელი, ბაიოკო, აკარდი, დიამანტი (61. მასე ნანა) - ედერი, ჟონატასი (84. კარაჩოლო).
ფიორენტინა (4-3-3): ფრეი - გამბერინი, ნატალი, დე სილვესტრი, გულანი (31. კომოტო) - ვარგასი, მონტოლივო, ბეჰრამი - ბაბაკარი, მუტუ (46. ლიაიჩი), ჩერჩი (79. სეფეროვიჩი).
გოლები: 0:1 ვარგასი (2), 1:1 ედერი (19), 1:2 ჩერჩი (75), 2:2 აკარდი (88)
გაფრთხილება: ძებინა, ძობოლი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16(4)-15(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 9 500

ბოლონია-ბარი 0:4
ბოლონია (4-3-3): ვივიანო - მორლეო, პორტანოვა, მორაში, კერუბინი - დელა როკა (57. მუტარელი), ეკდალი, მუდინგაი - დი ვაიო, პაპონი (46. მეჯორინი), სილიგარდი (68. ხიმენესი).
ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მასიელო, რინალდი, ბელმონტე (39. გალასო), რაჯი (82. კოდრეა) - მ. დონატი, გაცი, კოპუნეკი, ბენტივოლიო - ჰუსეკლეპი, გრანდოლფო (70. სტრამბელი).
გოლები: 0:1 გრანდოლფო (28), 0:2 გრანდოლფო (47), 0:3 გრანდოლფო (54), 0:4 ჰუსეკლეპი (78)
გაფრთხილება: მუდინგაი - რინალდი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 19(6)-13(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 19 000

პალერმო-კიევო 1:3
პალერმო (4-5-1): სირიგუ - გოიანი, მუნოსი, კასანი, დარმაინი - მილიაჩო (53. კურტიჩი), ნოჩერინო, პასტორე, ილიჩიჩი, აკვა (31. ლივერანი) - მიკოლი (62. პინილია).
კიევო (4-4-2): სკუიცი - მორერო, ანდრეოლი (83. სესარი), მანტოვანი, სარდო - ფერნანდესი, დიმიტრიევიჩი (59. კონსტანტი), გუანა, ბოლიაჩინო (72. პულძეტი) - პელისიერი, მოსკარდელი.
გოლები: 1:0 ნოჩერინო (15), 1:1 პელისიერი (41), 1:2 კონსტანტი (67), 1:3 პულჩეტი (80)
გაფრთხილება: აკვა, გოიანი - ფერნანდესი, ანდრეოლი, მორერო
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 16(4)-17(9); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 24 000

კალიარი-პარმა 1:1
კალიარი (4-4-2): აგაცი - არიაუდო (81. კეპელინი), ასტორი, კანინი, აგოსტინი (63. პერიჩო) - ნიანგოლანი, კონტი, ბიონდინი, ლაძარი - აკვაფრესკა, რაგაცუ (72. მისიროლი).
პარმა (4-4-2): პავარინი - ფელტშერი, ანჯელო, გობი, პაცი - მორონე (33. ზე ედუარდო), გალოპა, მოდესტო (81. დეფრელი), ვალიანი - ჯოვინკო, ბოჟინოვი (67. ფილიპე ოლივეირა).
გოლები: 0:1 ბოჟინოვი (34), 1:1 ფელტშერი (54-საკ. კარში)
გაფრთხილება: ანჯელო, ჯოვინკო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 16-21; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 19(4)-7(5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 12 000

იუვენტუსი-ნაპოლი 2:2
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - სალიჰამიჯიჩი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კრასიჩი (75. დე ჩელიე), აკვილანი, მარკიზიო, პეპე (46. ბონიპერტი) - დელ პიერო, ტონი (71. მატრი).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - სანტაკროჩე, კრიბარი, ვიქტორ რუისი - მაჯო, გარგანო, მაიელო (67. ჰამშიკი), ძუნიგა - სოსა (53. ლავეცი), მასკარა - კ. ლუკარელი (86. არონიკა).
გოლები: 0:1 მაჯო (22), 1:1 კიელინი (47), 1:2 კ. ლუკარელი (70), 2:2 მატრი (84)
გაფრთხილება: კიელინი, მარკიზიო, ბარძალი - ვიქტორ რუისი, მასკარა, გარგანო
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 18(9)-8(5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 22 000

უდინეზე-მილანი 0:0
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - საპატა, დომიცი, ბენატია - ისლა, ინლერი, პინცი, ასამოა, არმერო - სანჩესი, დი ნატალე.
მილანი (4-3-1-2): ამელია (87. რომა) - აბატე, ტიაგო სილვა, იეპესი, დიდაც - ფლამინი, ვან ბომელი (46. ემანუელსონი), კ.-პ. ბოატენგი - ზეედორფი - პატო (71. რობინიო), კასანო.
74-ე წუთზე დი ნატალემ (უდინეზე) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გაფრთხილება: ბენატია - ფლამინი, ზეედორფი, ბოატენგი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 15(5)-11(1); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 15 000

რომა-სამპდორია 3:1
რომა (4-3-2-1): ლობონტი - როზი, ბურდისო, ლორია, რიისე - ტადეი, პეროტა (62. გრეკო), პიზარო - ტოტი (86. ფლორენცი), ვუჩინიჩი (73. კაპრარი) - ბორიელო.
სამპდორია (4-4-2): ჯუნიორ კოშტა - ძაური (80. კომანი), მარტინესი, ვოლტა, ციგლერი - მანინი (74. გუბერტი), ტისონე, პალომბო, ლაშკო (87. დესენა) - პოცი, ბიაბიანი.
გოლები: 0:1 მანინი (26), 1:1 ტოტი (30), 2:1 ვუჩინიჩი (70), 3:1 ბორიელო (86)
გაფრთხილება: ბურდისო - ვოლტა, მარტინესი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18(5)-11(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 33 000

ლეჩე-ლაციო 2:4
ლეჩე (4-4-1-1): ბენასი - დონატი, ჯაკომაცი, ჯულიატო, ბრივიო - მუნარი, კოპოლა, ვივესი, მესბა (49. კორვია) - პიატი (49. ჩევანტონი) - დი მიკელე (54. როზატი).
ლაციო (4-3-3): მუსლერა - ლიხტშტაინერი (83. სკალონი), ბიავა, ანდრე დიასი, გარიდო - კ. ლედესმა, ბროკი, მაური - ერნანესი (46. გონსალესი), სარატე, როკი (64. ფლოკარი).
გოლები: 0:1 როკი (6), 1:1 კოპოლა (33), 1:2 სარატე (35), 2:2 პიატი (41), 2:3 სარატე (54-პენ), 2:4 ვივესი (62-საკ. კარში)
გაძევება: ბენასი (52. ლეჩე)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 9-5; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16(7)-19(12); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 10 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 38 24 10 4 65:24 82
2. ინტერი 38 23 7 8 69:42 76
3. ნაპოლი 38 21 7 10 59:39 70
4. უდინეზე 38 20 6 12 65:43 66
5. ლაციო 38 20 6 12 55:39 66
6. რომა 38 18 9 11 59:52 63
7. იუვენტუსი 38 15 13 10 57:47 58
8. პალერმო 38 17 5 16 58:63 56
9. ფიორენტინა 38 12 15 11 49:44 51
10. ჯენოა 38 14 9 15 45:47 51
11. კიევო 38 11 13 14 38:40 46
12. პარმა 38 11 13 14 39:47 46
13. კატანია 38 12 10 16 40:52 46
14. კალიარი 38 12 9 17 44:51 45
15. ჩეზენა 38 11 10 17 38:50 43
16. ბოლონია 38 11 12 15 35:52 42
17. ლეჩე 38 11 8 19 46:66 41
18. სამპდორია 38 8 12 18 33:49 36
19. ბრეშა 38 7 11 20 34:52 32
20. ბარი 38 5 9 24 27:56 24

ბომბარდირები: 28 - დი ნატალე (უდინეზე); 26 - კავანი (ნაპოლი); 21 - ეტო’ო (ინტერი); 20 - მატრი (იუვენტუსი); 19 - დი ვაიო (ბოლონია); 17 - პაცინი (ინტერი); 15 - ტოტი (რომა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული