თავის მხრივ, "იუვენტუსი" ელიას შესახებ უარის მიღების შემდეგ, "შალკეს" მარჯვენა გარემარბ ჯეფერსონ ფარფანზე გადაერთო. ეს ამბავი "შალკეს" თავკაც რალფ რანგნიკს ნამდვილად არ გაახარებდა, რადგან "პროფესორ რალფს" პერუელი არ ეთმობა. სამაგიეროდ, რანგნიკს ანტონი ანანის
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ უარის თქმით "იუვენტუსს" ვევაჭრებით, ძალიან ცდება. ჩვენ ელიას გაშვება მართლა არ გვინდა, რადგან გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა ჩვენს გეგმებში არ შედის," - ამბობს არნესენი, რითაც ტურინულ გრანდს ელიას შეძენის ყველანაირ იმედს უკლავს.
"ჰამბურგში" დარჩენის სურვილი თვითონ 24 წლის ჰოლანდიელმაც დაადასტურა. "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელიამ თქვა, ჰამბურგში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და აქედან წასვლაზე არ ვფიქრობო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ჰოლანდიელს აზრი თავად არნესენმა შეაცვლევინა, რომელიც ელიას ოთხშაბათს შეხვდა, თორემ მანამდე ელჯეროს "იუვენტუსის" ვარიანტი ძალიან ხიბლავდა.
მიუხედავად ამისა, "იუვენტუსისა" და "ჰამბურგის" თემა ამით არ ამოწურულა. "სქაი სპორტის" ცნობით, ჩრდილოგერმანულ კლუბს "იუვეს" ფორვარდს კარვალიო ამაურის გადაბირება უნდა. 31 წლის წარმოშობით ბრაზილიელი თავდამსხმელი გასულ სეზონში "პარმაში" იყო განათხოვრებული და "იუვენტუსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უკვე თქვა, ამაურის სავარაუდოდ ისევ გავანათხოვრებთ, ან სულაც გავყიდითო, რითაც დაადასტურა, რომ ეს ფეხბურთელი არ სჭირდება. გამოდის, რომ "ჰამბურგს" ბრაზილიელისკენ გზა ხსნილი აქვს. თუ ტრანსფერი შედგა, ამაური HშV-ში პერუელ ცენტრფორვარდ პაოლო გერეროს შეავიწროვებს.
რაც შეეხება "იუვენტუსის" ფარფანით დაინტერესებას: "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ეს უკანასკნელი თავად კონტეს სასურველი მოთამაშე ყოფილა. 26 წლის ფარფანს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული, ახალ ხელშეკრულებაზე კი კლუბის ბოსებს ჯერ არ დათანხმებულა. თუკი "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი მასთან შეთანხმებას მოახერხებს, ტურინელები ფარფანზე ხელს ჩაიქნევენ, თუ არა და მას ან წელს ჩაიგდებენ ხელში (საკმაოდ იაფად), ანაც გაისად უფასოდ გადაიბირებენ.
ამასობაში, "შალკე" სახელფასო ფონდის შემცირებაზე ზრუნვას აგრძელებს. რანგნიკს საყრდენი ნახევარმცველის, ანტონი ანანის გაშვება უნდა და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ეს უკანასკნელი ჰოლანდიურ "ვიტესში" გადავა. მერაბ ჟორდანიას კლუბი გელზენკირხენულ გუნდს ერთწლიან იჯარაზე უკვე მოურიგდა. ახლა საკითხავი ისაა, დათანხმდება თუ არა თვითონ 25 წლის ანანი "ვიტესში" გადასვლას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"