ანდრეა პირლო: ჩვენ ბევრს ვშრომობთ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ჰავბეკმა ანდრეა პირლომ ამხანაგური ტურნირის TIM Trophy-ის დასრულების შემდეგ, რომელშიც "ბებერი ქალბატონიც" მონაწილეობდა, განაცხადა, რომ გუნდი მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს.

"იუვენტუსმა" ამ ტურნირზე კარგი ფეხბურთი აჩვენა. ყოველი შეხვედრის შემდეგ ვუმატებთ და ეს ძალიან გვახარებს. გუნდი მთლიანად ასრულებს მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს დარიგებებს. ყველას უნდა, რომ ეს სეზონი წარმატებული გამოდგეს.

ჩვენ ბევრს ვშრომობთ. ტურნირის მეორე შეხვედრაში მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოედანზე გამოსვლის საშუალება მისცა, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. "იუვენტუსი" მზადაა სეზონის დასაწყებად", - განაცხადა პირლომ.

მომზადებულია juventus.com-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული