"იუვენტუსმა" ამ ტურნირზე კარგი ფეხბურთი აჩვენა. ყოველი შეხვედრის შემდეგ ვუმატებთ და ეს ძალიან გვახარებს. გუნდი მთლიანად ასრულებს მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს დარიგებებს. ყველას უნდა, რომ ეს სეზონი წარმატებული გამოდგეს.
ჩვენ ბევრს ვშრომობთ. ტურნირის მეორე შეხვედრაში მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოედანზე გამოსვლის საშუალება მისცა, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. "იუვენტუსი" მზადაა სეზონის დასაწყებად", - განაცხადა პირლომ.
მომზადებულია juventus.com-ის