რუმინელი მესი უდინეზეში

AutoSharing Option
"უდინეზემ" რუმინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ბუქარესტის "დინამოს" თავდამსხმელი გაბრიელ ტორჟე გადაიბირა.

ეს ინფორმაცია გუშინ უდინური კლუბის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. 21 წლის ტორჟემ, რომელსაც "რუმინელ ლიონელ მესის" უწოდებენ, ფრიულელებთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ტორჟეს გადაბირება კიევის "დინამოს" და რამდენიმე გერმანულ და ფრანგულ კლუბს სურდა.

გაბრიელი "ტიმოშოარას" აღზრდილია, სადაც 2005-დან 2008 წლამდე ასპარეზობდა, მერე კი "დინამოში" ამოყო თავი, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა, მოგვიანებით კი გუნდის ლიდერი გახდა.

რუმინეთის ნაკრებში ტორჟეს 10 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. ვნახოთ, რამდენად
ღირსეულად შეცვლის ის "უდინეზეში" ალექსის სანჩესს, რომელიც "ბარსელონაში" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული