მეორე მხრივ მას "ინტერში" დარჩენაც ძალიან ახარებს - მას მერე, რაც სამუელ ეტო’ო მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდა, ნათელი გახდა, რომ მილანელებს ფული აღარ სჭირდებათ. არადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონსაც უნდოდა 27 წლის შემტევი ნახევარმცველის გადაბირება.
მოკლედ, ჩაიხლართა და ჩაიხლართა ყველაფერი, საბოლოოდ კი "ინტერის" უფროსობამ გამოაცხადა, რომ "ანჟის" გვარიანი თანხა გამოართვა და სხვა საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვაზე ხელი აიღო.
"არ დაგიმალავთ, აშკარად მეგონა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კონტრაქტი არ ამცდებოდა. ისეთი
"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და, რასაკვირველია, იქ გადასვლა კარიერის შესანიშნავი გაგრძელება იქნებოდა, მაგრამ "ინტერში" დარჩენა კიდევ უფრო გამეხარდა, რადგან იტალიაში ცხოვრებას დავეჩვიე და აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
სწორად გამიგეთ, სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს შესანიშნავად ვერ ვიგრძნობდი, უბრალოდ, ჩემთვის კლუბის გამოცვლა აუცილებელი სულაც არ იყო".
მოგეხსენებათ, რამდენჯერაც კი პრესასა თუ ტელევიზიაში ამ თემას შეეხებოდნენ, იმდენი ახსენებდნენ ჰოლანდიელის ვეებერთელა ხელფასს. ამბობდნენ, რომ ჰოლანდიელის "ინტერიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის მთავარი დაბრკოლება სწორედ მისი გასამრჯელო გახლდათ. თანხა, რომელსაც იხდიდა "ინტერი" "იუნაიტედისთვის" თითქოსდა ძნელი გადასახდელი იყო.
სნეიდერმა თქვა, რომ ხელფასი სულაც არ იყო ის, რამაც მისი პრემიერლიგაში გადასვლა ჩაშალა: "პირადად ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ. ჩემთვის ეს ფინანსური საკითხი სულაც არ იყო. მითუმეტეს არ ვცდილობდი გასამრჯელოს გაზრდას. ერთი სიტყვით, აქ, იტალიაში ყველაფერი მაკმაყოფილებს. იტალიურ ცხოვრების წესსა და საყოფაცხოვრებო კულტურას შესანიშნავად შევეგუე. ყველაფერი კარგად არის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"