ფლამინის ნოჩერინო შეცვლის

AutoSharing Option
"მილანმა" ტრავმირებულ მატიუ ფლამინის შემცვლელს "პალერმოში" მიაგნო - სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს "როსონერიმ" სიცილიური კლუბიდან 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანტონიო ნოჩერინო გადაიბირა.

ფეხბურთელმა, რომელიც "პალერმოს" სამი წლის მანძილზე ემსახურა (122 მატჩი), ოთხშაბათს იტალიის მოქმედ ჩემპიონთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალი საყრდენის ყიდვა "მილანისთვის" მას მერე გახდა აუცილებელი, რაც ფლამინიმ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო.

ნოჩერინო თავის დროზე იტალიურ ფეხბურთში ძალიან იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა და "პალერმომდე" "იუვენტუსშიც" უთამაშია.

იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში მას ექვსი თამაში აქვს ჩატარებული და სხვათა შორის, ეროვნულ გუნდშიც ამდენიმე შევხედრა
აქვს გამართული. საბოლოო ჯამში, ნოჩერინო, რომელსაც წლების წინ "ახალ ჯენარო გატუზოდ" მოიხსენიებდნენ, მაღალი დონის საყრდენად ვერ ჩამოყალიბდა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს დრო და შანსიც: 26 წლის ასაკში "მილანში" მოხვედრა სწორედ ბრწყინვალე შანსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული