მაროტა: ამაური ღორია!

AutoSharing Option
"იუვენტუსის" გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა თავდამსხმელ კარვალიო ამაურის ლანძღავს. "ბებერი ქალბატონის" ბოსი წარმოშობით ბრაზილიელ ცენტრფორვარდს ვერაფრით პატიობს იმას, რომ ამ უკანასკნელმა მარსელის "ოლიმპიკში" გადასვლაზე უარი თქვა და "იუვეში" "ხორცმეტად" დარჩა.

ტურინული კლუბის შეფი პირდაპირ ამბობს, სხვაგანაც შეეძლო წასვლა, მაგრამ ბოლო დღეს ძალიან რეალური იყო ის ვარიანტი, რომ "მარსელში" გადასულიყო, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, უარი თქვაო.

არადა, "იუვეს" თავკაცმა ანტონიო კონტემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ამაური არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, თავდამსხმელმა ტრანსფერზე მაინც უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშო პრაქტიკას და შედარებით
დაბალ ხელფასს, "იუვენტუსში" სათადარიგოთა სკამის ხეხვა და ძველი ხელფასის შენარჩუნება ამჯობინა.

"ამაურის ხელფასი ახლა წელიწადში 3.8 მილიონი ევროა. "მარსელმა" კი მას შედარებით დაბალი ჯამაგირი და ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც უარი თქვა. რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ ამაური ხარბია და მისთვის მთავარი ფულია? ეს ყველა კლუბისთვის ჭკუის სასწავლებელი მაგალითი უნდა იყოს," - განრისხებულია მაროტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული