21 წლის თავდამსხმელი, რომელიც "ბარსას" აღზრდილია, რომში თავს ცუდად არ გრძნობს, მაგრამ ამბობს, "ბარსელონა" სულ სხვა იყო და "ნოუ კამპს" ვერაფერი შეედრებაო. კრკიჩი იმასაც აღიარებს, "ბარსაში" სათამაშო პრაქტიკა რომ მქონოდა, არასდროს არსად გადავიდოდიო.
"ბარსელონადან" ყველაფერი მენატრება, აბსოლუტურად ყველაფერი! - ამბობს ახალგაზრდა ფეხბურთელი "კატალუნია რადიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მენატრებიან ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, მეგობრები და ყველა, ვისაც
ამასთან, ბოიანი გულახდილად საუბრობს იმის შესახებ, რომ მისი აზრით "რომა" "ბარსასთან" ახლოსაც ვერ მიდის: "დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს კლუბი, რომელიც "ბარსელონასთან" თუნდაც ახლოსაა. "ბარსას" ყველაფრის მოგება უნდა და შეუძლია. "რომაც" ძალიან კარგი, ამბიციური გუნდია და ქალაქზე აღარაფერს ვამბობ - იტალიის დედაქალაქი გენიალურია, მაგრამ "ბარსელონა", კლუბიც და ქალაქიც, პირადად ჩემთვის სულ სხვაა."
თუმცა კრკიჩისთვის "ბარსელონა" უკვე წარსულია და ახლა მთლიანად რომაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. 11 სექტემბერს კი ალბათ მისი რომაული დებიუტიც შედგება - "ოლიმპიკოზე", "კალიარისთან" პირველ კალენდარულ შეხვედრაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"