აი, იუვე!

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატი პარასკევს, „მილანისა“ და „ლაციოს“ დაპირისპირებით დაიწყო - მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და ფრედ 2:2 დასრულდა.

სწრაფი ტემპი, ორმხრივი იერიშების კასკადი, ოთხი გოლი და კიდევ არაერთი რეალური საგოლე მომენტი: პარასკევს მივხვდით, რომ იტალიის ჩემპიონატიც ძალიან მოგვნატრებია. ახალი სეზონის პირველი გოლი მიროსლავ კლოზეს ანგარიშზეა - „ლაციო“ „სან სიროზე“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ანტონიო კასანომ მალევე გაათანაბრეს.

შაბათს „ნაპოლიმ“ „ჩეზენა“ არ გაახარა (1:3) და დაამტკიცა, რომ ამ სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას, აი, კვირას კი...

...კვირა „იუვენტუსის“ სრულყოფილი გამარჯვებით
დაიწყო. ეს ეპითეტი შემთვევით არ შეგვირჩევია - მართალია, „პარმა“ „ბებერი ქალბატონის“ სიძლიერის საუკეთესო საზომად არ გამოდგება (თუმცა შარშან „პარმამ“ ტურინში 4:1 მოიგო), მაგრამ მაინც: „იუვემ“ სწორედ სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა, ისეთი, როგორსაც ამ გუნდის სტაჟიანი ქომაგები არიან მიჩვეულები. უფრო სწორად, იყვნენ მიჩვეულები...

ბევრისთვის მოულოდნელად, ტურინელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ ახალწვეულები არტურო ვიდალი, ელჯერო ელია და მირკო ვუჩინიჩი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მათთან ერთად, სკამზე იჯდა მილოშ კრაშიჩიც, ძირითად შემადგენლობაში კი ემანუელე ჯაკერინი ვიხილეთ, რომელიც კლასიკურ 4-4-2-ში სიმონე პეპეს ფლანგს ხშირად უცვლიდა. კრაშიჩს და ვუჩინიჩს ტრავმები აქვთ გადატანილი და კონტემ ისინი ბოლომდე ალბათ ამიტომაც არ დატვირთა, აი, ელია და ვიდალი კი მან გუნდს ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოს. უახლეს და ულამაზეს „იუვენტუს სტადიოზე“ პირველი ოფიციალური გოლი შვეიცარიელმა მარჯვენა მცველმა შტეფან ლიხტშტაინერმა ანდრეა პირლოს უნაკლო პასის შემდეგ გაიტანა, თუმცა ამ შემთხვევაში არა მარტო პირლოს ბრწყინვალე პასი, არამედ ლიხტშტაინერის უზადო შესრულებაც უნდა აღინიშნოს. 39-ე წუთზე „იუვეს“, კერძოდ კი ალესანდრო მატრის წესების დაცვით გადატინილი გოლი არ ჩაუთვალეს - ტურინელთა თავდამსხმელი თამაშგარე მდგომარეობაში არ ყოფილა. „პარმას“ პირველ ტაიმში არაფერი გაუკეთებია, არ ჩანდა სებასტიან ჯოვინკოც.

მეორე ტაიმის დასაწყისში „პარმა“ ცოტას კი შეეცადა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა. მერე „იუვე“ ისევ დალაგდა და სიმონე პეპეს გოლიც (მახვილი კუთხიდან, ძლიერი დარტყმით) ლოგიკური გახლდათ. ეს გოლი უკვე ალესანდრო დელ პიეროს დამსახურება გახლდათ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ გოლამდე სამი წუთით ადრე, მატრი იმავე დელ პიეროს შესანიშნავი პასით მირანტესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმა „პარმას“ კარის ძელს მოხვდა. 68-ე წუთზე კონტემ ვიდალი შეიყვანა და ჩილელმა მოედანზე გასვლიდან ზუსტად ხუთ წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა - 17 მეტრიდან, პირდაპირი დარტყმით.

საუკეთესო ტურინელი უდავოდ პირლო იყო: „მილანიდან“ გადაბირებული საყრდენი „ბებერი ქალბატონის“ აბსოლუტურად ყველა შეტევის სულისჩამდგმელი გახლდათ და „იუვენტუსის“ თამაშს შესანიშნავად მართავდა. პირლოს ბრწყინვალე თამაშის პიკი კი კლაუდიო მარკიზიოსთვის გაკეთებული მორიგი გენიალური პასი იყო, რომელიც ამ უკანასკნელმა უპრობლემოდ გამოიყენა: ბურთი მირანტეს თავზე ერთი შეხებით, ჰაერიდანვე გადაუგდო. ბოლოს „იუვეს“ მარცხენა მცველმა პაოლო დე ჩელიემ თავი გამოიდო და ჯოვინკო თავის საჯარიმოში ისე დასცა, რომ მოედნიდან გააძევეს, „პარმამ“ კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ექს-იუვენტუსელმა ბუფონს უპრობლემოდ გაუტანა.

რომში ლუის ენრიკეს დებიუტი ჩაუმწარდა - თუ აქამდე არ იცოდა, ესპანელი სპეციალისტი ახლა მაინც დარწმუნებოდა იმაში, რომ იტალიაში თითოეული ქულის მოპოვება ძალიან ძნელია. „რომამ“ საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჯალოროსის“ ლუის ენრიკეს ხელში ჯერ კიდევ არ მოუგია (ხომ გახსოვთ, რომაელები ევროპის ლიგიდანაც გავარდნენ). „რომას“ თავდასხმაში ბოიან კრკიჩის, პაბლო ოსვალდოსა და კაპიტან ფრანჩესკო ტოტის ტრიო ირჯებოდა, მაგრამ მათ ვერაფერი გააწყვეს. მეორე ტაიმში ლუის ენრიკემ მოედანზე ბორიელო შეუშვა, რომელმაც 63-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. ამ მომენტიდან ხუთი წუთის შემდეგ „რომა“ შოკში დანიელე კონტიმ ჩააგდო - ფეხბურთელმა, რომელიც „რომას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ბრუნო კონტის შვილია, სარდინიელები დააწინაურა.

გოლიდან ერთ წუთშიო ხოსე ანხელი მოედნიდან გააძევეს და ჯალოროსი კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს შეგირდები მაინც ცდილობდნენ, გოლის გატანას კი ვერ ახერხებდნენ. პირიქით, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ელ კაბირმა მეორედ აიღო „ჯალოროსის“ კარი და შესაბამისად, 96-ე წუთზე დანიელე დე როსის გოლს მნიშვნელობა დაეკარგა.

კვირის ღამის მატჩი კი 100 პროცენტით ტოპ-შეხვედრა გამოდგა და სერია A-ს საუკეთესო დროების კვირის ღამის მატჩები გაგვახსენა. უნაკლო საფეხბურთო სპექტაკლში „პალერმომ“ „ინტერი“ 4:3 დაამარცხა - სიცილიელთაგან ბრწყინვალე იყო ფაბრიციო მიკოლი, ჯან პიერო გასპერინის კი ბევრ რამეზე მოუწევს დაფიქრება...

მილანი-ლაციო 2:2
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - გატუზო (19. ვან ბომელი), ამბროზინი, აკვილანი (68. ნოჩერინო) - ბოატენგი (76. პატო) - იბრაჰიმოვიჩი, კასანო.
ლაციო (4-2-3-1): ბიცარი - კონკო, ბიავა, ანდრე დიასი, ძაური - კ. ლედესმა, ბროკი - სისე, ერნანესი (85. მათუსალემი), მაური (79. ლულიჩი) - კლოზე (68. ა. გონსალესი).
გოლები: 0:1 კლოზე (12), 0:2 სისე (21), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (29), 2:2 კასანო (33)
გაფრთხილება: ვან ბომელი, კასანო - ანდრე დიასი, მაური
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 18(8)-12(5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 55 000

ჩეზენა-ნაპოლი 1:3
ჩეზენა (4-3-3): რავალია - კომოტო, ფონ ბერგენი, ბენალუანი, ლაურო - პაროლო (81. მარტინესი), გუანა, კოლუჩი (58. მ. როსი) - ედერი (69. ბოდგანი), მუტუ, კანდრევა.
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა (66. პანდევი) - მაჯო, ინლერი, ჯემაილი, დოსენა - სანტანა (60. ჰამშიკი), ლავეცი (84. ფერნანდესი) - კავანი.
გოლები: 0:1 ლავეცი (3), 1:1 გუანა (24), 1:2 კამპანიარო (67), 1:3 ჰამშიკი (87)
გაძევება: ბენალუანი (55. ჩეზენა)
გაფრთხილება: კანდრევა, ლაურო - სანტანა, ლავეცი, კანავარო
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(3)-18(6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 000

იუვენტუსი-პარმა 4:1
იუვენტუსი (4-2-2-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, დე ჩელიე - პირლო, მარკიზიო - პეპე (71. კრაშიჩი), ჯაკერინი - მატრი (57. ვუჩინიჩი), დელ პიერო (67. ვიდალი).
პარმა (4-4-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ა. ლუკარელი, რუბინი - ვალიანი, მორონე, გალოპა (75. ზე ედუარდო), მოდესტო (62. ბიაბიანი) - ჯოვინკო - პელე (65. ფლოკარი).
გოლები: 1:0 ლიხტშტაინერი (17), 2:0 პეპე (58), 3:0 ვიდალი (73), 4:0 მარკიზიო (83), 4:1 ჯოვინკო (92-პენ)
გაძევება: დე ჩელიე (92. იუვენტუსი)
გაფრთხილება: ა. ლუკარელი, მირანტე
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 12(6)-2(1); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 32 000

კატანია-სიენა 0:0
კატანია (4-3-3): ანდუხარი - პოტენცა, ბელუში, სპოლი, კაპუანო - ბიაჯანტი, ალმირონი (68. სკაჩა), რიკიუტი (78. ლოდი) - ლანძაფამე (58. კატელანი), მაქსი ლოპესი, გომესი.
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერძი, დელ გროსო - მანინი, გაცი (70. ბოლძინი), დ’აგოსტინო (62. ვერგასოლა), ბრიენცა - კალაიო, პ. ა. გონსალესი (52. ანჯელო).
გაფრთხილება: ლანძაფამე, ბიაჯანტი - პ. ა. გონსალესი, როსეტინი, ტერძი, კალაიო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-25; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9(1)-4(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 13 000

კიევო-ნოვარა 2:2
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, სეზარი, მორერო, იოკიჩი - ვაჩეკი, ლ. რიგონი, ჰეტემაი - სამარკო (66. კრუზადო) - პელისიერი (77. ნ. ფრეი), თერეუ (70. მოსკარდელი).
ნოვარა (): უიკანი - მორგანელა, პაჩი, ლუდი, ჯემიტი - მარიანინი, პორკარი, პესკე (71. მაცარინი) - პინარდი - მეჯორინი (13. მორიმოტო), გრანოჩე (60. ჯედა).
გოლები: 1:0 პელისიერი (5), 2:0 თერეუ (24), 2:1 მარიანინი (27), 2:2 პაჩი (86)
გაძევება: სარდო (72. კიევო)
გაფრთხილება: მორერო - მაცარინი
კუთხური: 0-6; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 11(4)-14(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 15 000

ფიორენტინა-ბოლონია 2:0
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი, გამბერინი (66. ნასტასიჩი), ნატალი, პასკუალი - ბეჰრამი (74. ხარჯა), მონტოლივო, ლაძარი - ჩერჩი, ჯილარდინო (80. სილვა), იოვეტიჩი.
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - პულძეტი, პორტანოვა, ლორია, რაგი - პერესი (68. მორლეო), მუდინგაი, კრჰინი - დიამანტი, კონე (46. პაპონი) - დი ვაიო (74. აკვაფრესკა).
გოლები: 1:0 ჯილარდინო (20), 2:0 ჩერჩი (47)
გაფრთხილება: ლაძარი - პორტანოვა
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15(7)-14(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 24 000

ჯენოა-ატალანტა 2:2
ჯენოა (4-4-2): ს. ფრეი - მესტო, ბოვო, კალაძე, ანტონელი - როსი (79. ბირსა), კუკა, მიგელ ველოსო, კონსტანტი (64. სეიმური) - პალასიო, პრატო (64. კარაჩოლო).
ატალანტა (4-4-1-1): კონსიგლი - მასიელო, კაპელი (76. ბელინი), ლუკინი, პელუსო - სკელოტო, ჩიგარინი (66. კარმონა), მორალესი (85. გაბიადინი), ბონავენტურა - პადოინი - დენისი.
გოლები: 1:0 მიგელ ველოსო (6), 1:1 მორალესი (8), 1:2 მორალესი (43), 2:2 მესტო (55)
გაძევება: ბირსა (94. ჯენოა)
გაფრთხილება: ბოვო, პალასიო - ჩიგარინი, პადოინი, ლუკინი, მასიელო
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15(4)-16(5); ბურთის ფლობა: 56%-45%.
მაყურებელი: 24 000

ლეჩე-უდინეზე 0:2
ლეჩე (4-3-3): ჟულიო სერჟიო - ტომოვიჩი, ფერარიო, ესპოზიტო, მესბა - ჯანდონატო (51. ბერტოლაჩი), ობოდო, ჯაკომაცი - კუადრადო (77. პიატი), კორვია (64. ოფერე), დი მიკელე.
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ეკსტრანდი, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი, ბადუ, ასამოა, პასკუალე (89. ნეუტონი) - ტორჯე (68. აბდი), დი ნატალე (77. პ. ბარეტო).
გოლები: 0:1 ბასტა (2), 0:2 დი ნატალე (16)
გაფრთხილება: ჯაკომაცი, მესბა - ეკსტრანდი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 18(2)-15(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 11 500

რომა-კალიარი 1:2
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - როზი (76. გაგო), ჰაინცე, ბურდისო, ხოსე ანხელი - პეროტა, დე როსი, პიანიჩი - ოსვალდო (81. ბორინი), ტოტი, ბოიანი (59. ბორიელო).
კალიარი (4-3-3): აგაცი - პისანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი (90. რუი სამპაიო), კონტი, ნაინგოლანი - ტიაგო რიბეირო (51. იბარბო), კოსუ (87. ელ კაბირი), ნენე.
გოლები: 0:1 კონტი (68), 0:2 ელ კაბირი (93), 1:2 დე როსი (96)
გაძევება: ხოსე ანხელი (69. რომა)
გაფრთხილება: კონტი, ნენე, ნიანგოლანი, ელ კაბირი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 16(8)-10(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი:

პალერმო-ინტერი 4:3
პალერმო (4-4-2): ცორვასი - ე. პისანო, სილვესტრი, მილიაჩო, ბალძარეტი - ე. ალვარესი, ე. ბარეტო, დელა როკა (46. აკვა), ილიჩიჩი (69. ბერტოლო) - ერნანდესი (75. პინილია), მიკოლი.
ინტერი (3-4-3): ჟულიო სეზარი - ლუსიო, სამუელი, ხ. ძანეტი - ჯონათანი, სტანკოვიჩი, კამბიასო (71. რ. ალვარესი), ნაგატომო (62. ობი) - სარატე (34. სნეიდერი), მილიტო, ფორლანი.
გოლები: 0:1 მილიტო (33), 1:1 მიკოლი (33), 1:2 მილიტო (51-პენ), 2:2 ერნანდესი (54), 3:2 მიკოლი (86), 4:2 პინილია (88), 4:3 ფორლანი (90)
გაფრთხილება: აკვა - სამუელი, ჟულიო სეზარი, ხ. ძანეტი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 16(9)-18(5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 24 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული