ჯენასს ტურინიდან აკვირდებიან

AutoSharing Option
Daily Mirror-ის მტკიცებით, "იუვენტუსს" ჯერმეინ ჯენასის ერთი სეზონით იჯარით აყვანა გადაუწყვეტია. თუკი 27 წლის შუახაზელი ტურინელთა რიგებში თავს გამოიჩენს, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა შეეცდება, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი მისი ამჟამინდელი კლუბისგან, ლონდონის "ტოტენჰემისგან" 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად საბოლოოდ გამოისყიდოს.

გასულ სეზონში ჯენასმა ინგლისური პრემიერლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელს მძიმე ტრავმის გადატანა მოუხდა, რის გამოც მან ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაყვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული