მაქსი ლოპესი: "მილანში" გადასვლა ჩემთვის პატივი იქნებოდა

AutoSharing Option
"კატანიას" თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა, რომელიც ანტონიო კასანოს შემცვლელად მიიჩნევა, განაცხადა, რომ "როსონერის" შემადგენლობაში თავის გამოცდას ისურვებდა.

"ჩემით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია დაინტერესებული. ვინ იტყვის უარს ჩემს ადგილას? "მილანში" გადასვლისთვის მზად ვარ, ეს ჩემთვის პატივი იქნებოდა. თუმცა ჯერ კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ", - განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "კატანიას" შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული