"ჩემით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია დაინტერესებული. ვინ იტყვის უარს ჩემს ადგილას? "მილანში" გადასვლისთვის მზად ვარ, ეს ჩემთვის პატივი იქნებოდა. თუმცა ჯერ კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ", - განაცხადა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "კატანიას" შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა.