ირაკლი შეყილაძემ "ფიორენტინას" ლევან მჭედლიძის პასით გაუტანა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
გუშინ იტალიის თასის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა და ჩვენთვის საყურადღებო ამბებიც მოხდა - ირაკლი შეყილაძემ "ემპოლის" ძირითად გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა, კახა კალაძემ კი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა.

დავიწყოთ "ფიორენტინა"-"ემპოლის" მატჩით, რომელიც ფლორენციელებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ "ემპოლიმ" მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი შეყილაძის გოლით გაიჩინა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 19 წლის ქართველმა ფორვარდმა "ფიორენტინას" ლევან მჭედლიძის პასით გაუტანა. არადა, ჩვენმა თანამემამულეებმა მოედანზე ერთად მხოლოდ 16 წუთი გაატარეს. მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, შეყილაძე კი მოედანზე 59-ე წუთზე
გამოჩნდა, თავი 65-ე წუთზე გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კალაძის "ჯენოამ" "ბარის" უმასპინძლა და დამატებით დროში 3:2 მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვაღადავებთ?ლელოს არ ეკადრება

ადმინისტრაცია: სათაურის ქვემოთ დააჭირეთ ვიდეოზე გამსვლელ ნიშანს.
kapo
16:20 25-11-2011
0
თქვენ რა გააჩმახეთ საქმე,თუ აწერთ ვიდეოს,დადეთ ეს ვიდეოც რაააააა!!!!!!!!!!რას აფერისტობთ??
ადმინისტრაცია: სათაურის ქვემოთ დააჭირეთ ვიდეოზე გამსვლელ ნიშანს.
ffffff
12:10 25-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული