ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგების ცნობით, დიდი შანსია, რომ ეს ტრანსფერი იანვარში განხორციელდეს. "ნერაძურის" პისაროთი დაინტერესების შესახებ თავიდან მხოლოდ იტალიური პრესა წერდა, ახლა კი, გერმანულმა გაზეთმა "ველტმა" ბრემენელთა გოლეადორის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც პისარო მოსალოდნელ ტრანსფერს ადასტურებს.
"დიახ, "ინტერს" მართლაც სურს ჩემი გადაბირება და არც იმას დავმალავ, რომ მეც დაინტერესებული ვარ," - ამბობს პისარო "ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მას "ვერდერთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს
კლაუდიოს განცხადებას "ვერდერის" ბოსი კლაუს ალოფსი გამოეხმაურა: "პისარო ჩვენი ლიდერია და იანვარში მის გაყიდვას კატეგორიულად გამოვრიცხავ," - თქვა "მუსიკოსების" სპორტულმა დირექტორმა. თუმცა ფაქტია, რომ თუ პისარო წასვლას დაიჟინებს, ბრემენელებს მისი შეფერხება გაუჭირდებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"