ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ კრემონას პროკურატურამ სერია A-ს რამდენიმე ადრინდელი მატჩი გარიგებულად მიიჩნია და გამოძიება დაიწყო - ეჭვქვეშაა შემდეგი შეხვედრები: "ბრეშა"-"ბარი", "ბრეშა"-"ლეჩე" და "ნაპოლი"-"სამპდორია".
ორშაბათს ხუთი ფეხბურთელი დააკავეს. ესენი არიან: ბერგამოს "ატალანტას" ყოფილი კაპიტანი კრისტიანო დონი, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი), სერია B-ს ფეხბურთელები კარლო ჯერვასონი და ფილიპო კარობიო, "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ლუიჯი სარტონი და ნაკლებად ცნობილი ექს-ფეხბურთელი ალესანდრო ძამპერინი.
საერთო ჯამში,
"იტალიური ფეხბურთისთვის ეს მორიგი უმძიმესი დარტყმაა. კალჩოს პრესტიჟის სრულფასოვნად აღდგენას წლები დასჭირდება," - ეს ადრიანო გალიანის სიტყვებია.
მანიპულაციები მარტო იტალიაში არ ხდება.
გუშინვე, ესპანეთში, მალაგას სასამართლომ "სევილიას" პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდოს თავისუფლების შვიდნახევარი წლით აღკვეთა მიუსაჯა. ეს პროცესი 2010 წელს დაიწყო და საბოლოო წერტილი ახლაღა დაესვა. დელ ნიდოს ქალაქ მარბელიას მერ ხულიან მუნიოსთან და კიდევ 16 პირთან ერთად ფინანსური მაქინაციები დაუმტკიცდა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა "სევილიას" პრეზიდენტისთვის თავისუფლების 30 წლით აღკვეთას ითხოვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"