სარტორიც დააპატიმრეს

AutoSharing Option
მანიპულირებული მატჩების იტალიურ სკანდალში კიდევ ერთი ცნობილი ფიგურა გამოჩნდა - საკმაოდ ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუიჯი სარტორი, რომელსაც ორშაბათს ე.წ. შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. "იუვენტუსის", "რომას" და "ჯენოას" ყოფილი მცველი, რომელიც ახლა 36 წლისაა სწორედ იმ სკანდალშია გარეული, რომლის ფარგლებში ჯუზეპე სინიორი და კრისტიანო დონი დააპატიმრეს.

სარტორმა უკვე აღიარა, რომ აზიურმა კლანმა მას რომელიმე იტალიური კლუბის ჩათრევა დაავალა. მაფიის თხოვნით, ვეტერან მცველს სწორედ იმ კლუბში უნდა ეთამაშა და მანიპულაციებში მონაწილეობა მიეღო. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მაფიას მიზანში სერია B-ს გუნდი "ალბინოლეფე" ჰყავდა
ამოღებული.

მელო: იუვეში არ დავბრუნდები!
როგორც იცით, ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ფელიპე მელო "იუვენტუსიდან" "გალათასარაიშია" განათხოვრებული. 28 წლის მელოს თურქეთში დარჩენა უნდა ტურინულ კლუბში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავს. "იუვეში" დაბრუნება არ მინდა, რადგან ვიცი, რომ ანტონიო კონტე არ მათამაშებს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "გალათასარაიში" დავრჩე," - განაცხადა ბრაზილიელმა, რომელსაც "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. "იუვენტუსი" მელოს სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს ითხოვს.


პაროლოს რიგი დაუდგა
იტალიაში "ჩეზენას" 26 წლის ნახევარმცველ მარკო პაროლოზე დიდი მოთხოვნაა – მას ერთდროულად რამდენიმე გრანდი ეპატიჟება. ეს ფეხბურთელი სერია A-ში მხოლოდ წინა სეზონში გამოჩნდა, მაგრამ უკვე იმდენი მოახერხა, რომ არაერთი წამყვანი იტალიური კლუბი დააინტერესა.

"სკაი სპორტ იტალიასთან" საუბრისას "ჩეზენას" კაპიტნის აგენტმა იგორ კამპედელიმ დაადასტურა, რომ პაროლოს ყიდვა "ინტერს", "ლაციოს", "უდინეზესა" და "ფიორენტინას" სურთ, მაგრამ მისივე თქმით ყველაზე მეტად "ინტერია" დაინტერესებული. "ჩეზენა" პაროლოს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული