დელ ნერი კმაყოფილია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი სავსებით კმაყოფილია იმ სამუშაოთი, რომელიც მისმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გასწია. "ბებერი ქალბატონის" ახალი დამრიგებელი მიზნად მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ისახავს.

"კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ბაზარზე ყველა შესაძლებლობა გამოიყენა. სელექციას დადებითად ვაფასებ, რადგან განკარგულებაში ახალგაზრდული გუნდი მივიღე, რომელშიც ალტერნატივა ყველა პოზიციაზეა. ჩემპიონთა ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ამას "იუვეს" უმდიდრესი ისტორია მოითხოვს", - თქვა დელ ნერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული