"როსონერის" ზაფხულში ახალი მეკარის გაფორმება სურს, რომელიც კრისტიან აბიატის შეცვლას შეძლებს. იტალიელები ფიქრობენ, რომ 23 წლის თურქი ფეხბურთელი ამ ამოცანას თავს კარგად გაართმევს.
გასულ კვირას "მილანის" სკაუტები ბოლატის თამაშს აკვირდებოდნენ და მეკარით კმაყოფილნი დარჩნენ.
ბოლატის "სტანდარტთან" კონტრაქტის ვადა 2013 წელს უსრულდება.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით