38 წლის ვეტერანს მოქმედი ხელშეკრულება ივნისის ბოლოს უსრულდება და გაგრძელებას არ აპირებს.
იტალიურმა გრანდმა კლუბის სტრუქტურაში მუშაობა უკვე შესთავაზა, მაგრამ მას სურს, რომ კვლავ ითამაშოს.
"ეს იოლი გადაწყვეტილება არ არის. ერთი მხრივ, "მილანმა" სამუშაო შემომთავაზა. ეს მშვენიერია. მეორე მხრივ, იტალიიდან და საზღვარგარეთიდან რამდენიმე შემოთავაზება მივიღე. ახლა ამ მდგომარეობაზე ვფიქრობ. ჯერ კიდევ კარგ ფორმაში ვარ და ფეხბურთის თამაში მომავალშიც მსურს", - განაცხადა ინძაგიმ.
მომზადებულია Sky Sport Italia-ს
ასევე იხილეთ:
ფილიპო ინძაგი: ჩემი მომავალი შესაძლოა 11 ივნისს გაირკვეს