ანდრეი შევჩენკო შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო შესაძლოა მომავალში "მილანში" მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდეს.

"დავბრუნდები თუ არა "მილანში", როგორც მწვრთნელი ან დირექტორი? ყველაფერია შესაძლებელი. ამ კლუბის კარი ჩემთვის ყოველთვის ღიაა და მასთან დღემდე კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ.

ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მივიღებ. ჯერ არ ვიცი, საერთოდ, ვითამაშებ თუ არა კიდევ".

შეგახსენებთ, რომ შევჩენკო "მილანში" 1996-2006 წლებში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში უკრაინელმა ფორვარდმა 322 მატჩი ჩაატარა და 175 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული