"დავბრუნდები თუ არა "მილანში", როგორც მწვრთნელი ან დირექტორი? ყველაფერია შესაძლებელი. ამ კლუბის კარი ჩემთვის ყოველთვის ღიაა და მასთან დღემდე კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ.
ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მივიღებ. ჯერ არ ვიცი, საერთოდ, ვითამაშებ თუ არა კიდევ".
შეგახსენებთ, რომ შევჩენკო "მილანში" 1996-2006 წლებში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში უკრაინელმა ფორვარდმა 322 მატჩი ჩაატარა და 175 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით