წუხელ, იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა: „იუვენტუსმა“ „პალერმოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. შესაძლოა, ამას ბევრი არ ელოდა, მაგრამ შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რაც ტურინის „ოლიმპიკოზე“ ხდებოდა. „სიცილიელებმა“ „ბებერ ქალბატონს“ სწრაფი გოლი გაუტანეს, რის შემდეგაც ლუიჯი დელ ნერის გუნდი მხოლოდ მოჩვენებით უპირატესობას ფლობდა. „პალერმო“ მთელი მატჩის განმავლობაში გაცილებით აზრიანად თამაშობდა და მეორე ტაიმში ის ორი გოლიც დაიმსახურა, ილიჩიჩმა და ბოვომ რომ გაიტანეს. ტურინელთაგან პრესტიჟის გოლი (თუ შეიძლება, რომ პრესტიჟზე ვისაუბროთ), ვინჩენცო იაკვინტამ შეაგდო. ორი ტურის შემდეგ, „იუვე“ მე-15
იტალია. სერია A. IV ტური
იუვენტუსი-პალერმო 1:3
იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, გრიგერა - კრასიჩი, ფელიპე მელო, მარკიზიო, პეპე (46. იაკვინტა) - დელ პიერო (61. აკვილანი), კვალიარელა (46. ამაური).
პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, მუნოსი, ბოვო, ბალძარეტი - ბაჩინოვიჩი (78. რიგონი), მილიაჩო, ნოჩერინო - პასტორე (90. დარმაინი), ილიჩიჩი - პინილა (68. ერნანდესი).
გოლები: 0:1 პასტორე (2), 0:2 ილიჩიჩი (62), 0:3 ბოვო (85), 1:3 იაკვინტა (87)
გაფრთხილება: 1-4
მაყურებელი: 23 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 4 3 1 0 8-2 10
2. კიევო 4 3 0 1 8-4 9
3. ბრეშა 4 3 0 1 6-5 9
4. კატანია 4 2 1 1 6-4 7
5. ლაციო 4 2 1 1 6-5 7
6. ჩეზენა 4 2 1 1 3-2 7
7. კალიარი 4 1 3 0 5-1 6
8. მილანი 4 1 2 1 6-4 5
9. სამპდორია 4 1 2 1 6-5 5
10. პარმა 4 1 2 1 5-4 5
11. ბოლონია 4 1 2 1 5-6 5
12. ჯენოა 4 1 2 1 4-5 5
13. ნაპოლი 4 1 2 1 6-7 5
14. ბარი 4 1 2 1 3-6 5
15. იუვენტუსი 4 1 1 2 8-7 4
16. პალერმო 4 1 1 2 6-6 4
17. ლეჩე 4 1 1 2 2-6 4
18. ფიორენტინა 4 0 2 2 3-5 2
19. რომა 4 0 2 2 4-9 2
20. უდინეზე 4 0 0 4 2-9 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"