ედინსონ კავანი ესეკილ ლავეციზე არ დარდობს

AutoSharing Option
ედინსონ კავანი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში "ნაპოლის" ყველა მწვერვალის დაპყრობა შეუძლია და ეს მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა, ესეკილ ლავეციმ დატოვა. ურუგვაელ ფორვარდს ხშირად უწევს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუმცა ასეთი ოპტიმისტური განცხადებების გაკეთებისგან ადრე თავს იკავებდა, რადგან მისი ნეაპოლში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა - გადაწყდა თუ არა მისი დარჩენის ამბავი, უმალ ამოიდგა ხმა და ომახიანი განცხადებები გააკეთა:

"მიუხედავად იმისა, რომ ესეკილ ლავეციმ დაგვტოვა, დარწმუნებული ვარ, გუნდი პროგრესს არ შეწყვეტს და ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც ბოლო წლებში.

მეტიც, კიდევ
უფრო გავძლიერდებით და ზუსტად ვიცი, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. რატომ არ მოვიქეცი ესეკილის მსგავსად? - ნეაპოლში ცხოვრება სულ უფრო მომწონს და შესაბამისად, აქედან აბარგების არავითარი სურვილი არ მაქვს.

ამასთან, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ტიტულებს სწორედ "ნაპოლისთან" ერთად მოვიგებ.

გასულ სეზონში იტალიის თასის აღმართვა მხოლოდ დასაწყისი იყო და მთავარი ტროფეები წინ გველის.

ჩვენ გვყა
ვს გორან პანდევი, რომელსაც ნაწილობრივ შეუძლია ლავეცის შეცვლა და რაც მთავარია, გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს. ჩემი ინფორმაციით, უკვე დაგვემატა ერთი ძალიან კარგი ფორვარდი, რომელმაც "პესკარას" აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა".

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო ანდრეა დოსენამ.

30 წლის ნახევარმცველი "სამპდორიაში" გადაბარგებასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში სამხრეთში დარჩენა ამჯობინა.

მართალია, ვალტერ მაცარისგან ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის გარანტია ვერ მიიღო, მაგრამ გარისკა და კიდევ მინიმუმ ერთი წელი "ნაპოლის" ღირსებას დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული