"მიუხედავად იმისა, რომ ესეკილ ლავეციმ დაგვტოვა, დარწმუნებული ვარ, გუნდი პროგრესს არ შეწყვეტს და ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც ბოლო წლებში.
მეტიც, კიდევ
ამასთან, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ტიტულებს სწორედ "ნაპოლისთან" ერთად მოვიგებ.
გასულ სეზონში იტალიის თასის აღმართვა მხოლოდ დასაწყისი იყო და მთავარი ტროფეები წინ გველის.
ჩვენ გვყავს გორან პანდევი, რომელსაც ნაწილობრივ შეუძლია ლავეცის შეცვლა და რაც მთავარია, გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს. ჩემი ინფორმაციით, უკვე დაგვემატა ერთი ძალიან კარგი ფორვარდი, რომელმაც "პესკარას" აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა".
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო ანდრეა დოსენამ.
30 წლის ნახევარმცველი "სამპდორიაში" გადაბარგებასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში სამხრეთში დარჩენა ამჯობინა.
მართალია, ვალტერ მაცარისგან ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის გარანტია ვერ მიიღო, მაგრამ გარისკა და კიდევ მინიმუმ ერთი წელი "ნაპოლის" ღირსებას დაიცავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"