იტალიის სუპერთასი 11 აგვისტოს პეკინში გაიმართება

AutoSharing Option
ფედერკალჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის სუპერთასის პაექრობა 11 აგვისტოს ქალაქ პეკინში გაიმართება.

ბოლო წლებში აღნიშნული ტროფეისთვის ბრძოლა სწორედ ჩინეთის დედაქალაქში იმართება და გამონაკლისი არც მოახლოებული ჯახი იქნება.

ერთმანეთის პირისპირ იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსი" და თასის მფლობელი "ნაპოლი" წარსდგებიან.

ცნობისთვის, ტურინელებს აღნიშნული თასი ოთხჯერ აქვთ მოგებული (1995, 1997, 2002, 2003), ნეაპოლელებს კი მხოლოდ ერთხელ, 1990 წელს.

ყველა პროგნოზით, პეკინში ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ 11 აგვისტოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული