ბოლო წლებში აღნიშნული ტროფეისთვის ბრძოლა სწორედ ჩინეთის დედაქალაქში იმართება და გამონაკლისი არც მოახლოებული ჯახი იქნება.
ერთმანეთის პირისპირ იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსი" და თასის მფლობელი "ნაპოლი" წარსდგებიან.
ცნობისთვის, ტურინელებს აღნიშნული თასი ოთხჯერ აქვთ მოგებული (1995, 1997, 2002, 2003), ნეაპოლელებს კი მხოლოდ ერთხელ, 1990 წელს.
ყველა პროგნოზით, პეკინში ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ 11 აგვისტოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"