მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ნიჭიერი კიპერი ძირითადი შემადგენლობიდან თვით ჟულიო სეზარს ამოაგდებდა. რეალობა სხვაგვარი გამოდგა, ემილიანომ ვერაფერი მოუხერხა ბრაზილიელ კიპერს და იჯარის წესით "პალერმოში" გადაბარგდა.
12 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემილიანო კიდევ ერთხელ შეიცვლის ნავსაყუდელს და მომდევნო სეზონში "ფიორენტინას" ღირსებას დაიცავს.
ცნობისთვის, 26 წლის მეკარემ კარიერა სწორედ ფლორენციაში დაიწყო და დღემდე "ვიოლას" თავგადაკლული გულშემატკივარია - შესაბამისად, ამ ამბავს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა:
"ფლორენციაში დაბრუნებაზე დიდი ხანია
"ფიორენტინაში" განსაკუთრებული მოტივაციით ვითამაშებ, რადგან ამ გუნდს ბავშვობიდან ვქომაგობ.
კლუბის მესვეურებსა და სამწვრთნელო შტაბს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მათ ნდობა გამომიცხადეს.
"ვიოლა" ამბიციური გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ჩემპიონთა ლიგა? - რატომაც არა, სავსებით რეალურია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"