ემილიანო ვივიანო ფლორენციაში ბრუნდება

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს "ინტერის" მესვეურებმა დიდი ზარზეიმით ამცნეს გულშემატკივრებს, რომ ემილიანო ვივიანო სწორედ "ნერაძურის" ღირსებას დაიცავდა.

მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ნიჭიერი კიპერი ძირითადი შემადგენლობიდან თვით ჟულიო სეზარს ამოაგდებდა. რეალობა სხვაგვარი გამოდგა, ემილიანომ ვერაფერი მოუხერხა ბრაზილიელ კიპერს და იჯარის წესით "პალერმოში" გადაბარგდა.

12 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემილიანო კიდევ ერთხელ შეიცვლის ნავსაყუდელს და მომდევნო სეზონში "ფიორენტინას" ღირსებას დაიცავს.

ცნობისთვის, 26 წლის მეკარემ კარიერა სწორედ ფლორენციაში დაიწყო და დღემდე "ვიოლას" თავგადაკლული გულშემატკივარია - შესაბამისად, ამ ამბავს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა:

"ფლორენციაში დაბრუნებაზე დიდი ხანია
ვოცნებობ და როგორც იქნა, ოცნება რეალობად იქცა.

"ფიორენტინაში" განსაკუთრებული მოტივაციით ვითამაშებ, რადგან ამ გუნდს ბავშვობიდან ვქომაგობ.

კლუბის მესვეურებსა და სამწვრთნელო შტაბს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მათ ნდობა გამომიცხადეს.

"ვიოლა" ამბიციური გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ჩემპიონთა ლიგა? - რატომაც არა, სავსებით რეალურია"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული