მარტინ კასერესმა შესაძლოა ექვსი თვე გამოტოვოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა მარტინ კასერესმა შესაძლოა ექვსი თვე გამოტოვოს.

ტურინის "იუვენტუსის" და ურუგვაის ნაკრების მცველმა მარტინ კასერესმა შესაძლოა ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვოს. წინასწარი მონაცემებით, ფეხბურთელმა "მილანთან" 21 ივლისს, ტურნირ Trofeo TIM-ზე გამართულ ამხანაგურ მატჩში მარცხენა ფეხის იოგები დაიშავა.

პირველადი ინფორმაციით, კასერესმა შესაძლოა ტრავმის გამო ორიდან ექვს თვემდე გამოტოვოს, ურუგვაელი უახლოეს ხანში საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევას გაივლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული