ტურინის "იუვენტუსის" და ურუგვაის ნაკრების მცველმა მარტინ კასერესმა შესაძლოა ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვოს. წინასწარი მონაცემებით, ფეხბურთელმა "მილანთან" 21 ივლისს, ტურნირ Trofeo TIM-ზე გამართულ ამხანაგურ მატჩში მარცხენა ფეხის იოგები დაიშავა.
პირველადი ინფორმაციით, კასერესმა შესაძლოა ტრავმის გამო ორიდან ექვს თვემდე გამოტოვოს, ურუგვაელი უახლოეს ხანში საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევას გაივლის.