ოჯახს თან არ ახლავს იტალიელი ფეხბურთელი, რადგან მისი გუნდი ამჟამად ახალი სეზონისთვის ემზადება და საკონტროლო მატჩებს მართავს.
Il Messaggero-სთან ინტერვიუში ილარიმ გაიხსენა, თუ როგორ იწყებდა მოდელის კარიერას. ამასთან, ირალიმ მეუღლე დაიცვა, რომელზეც სხვადასხვა ჭორი ვრცელდება.
"ფული მჭირდებოდა, მაშინ კი კარგად იხდიდნენ. აბა, შეხედეთ სიტუაციას ახლა - რამდენი ახალგაზრდა გოგო აგზავნის სააგენტოებში საკუთარ ფოტოებს, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულს.
სამოდელო საქმეში მთავარია, მომხიბვლელი
გარდა ამისა, ლამაზმანმა აღნიშნა, რომ ოცნებობს, მისმა ქმარმა კარიერა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს.
"ფრანჩესკო ძალიან შრომისმოყვარე რომ არ იყოს, ფეხბურთს თავს დიდი ხნის წინ დაანებებდა.
თუმცა ფრანჩესკოს მიზნების მიღწევა სურს საკუთარი თავისა და გულშემატკივრისთვის.
ზოგიერთები კი მას ზარმაცს უწოდებენ? ჩვენთვის ეს შეურაცხყოფაა", - თქვა ფეხბურთელის მეუღლემ.