ილარი ბლაზი: რომ არა შრომისმოყვარეობა, ფრანჩესკო ტოტი კარიერას დაასრულებდა

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველისა და კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის მოდელი მეუღლე ილარი ბლაზი საბაუდიაში საკუთარ ვილაზე შვილებთან - კრისტიანსა და შანელთან ერთად ისვენებს.

ოჯახს თან არ ახლავს იტალიელი ფეხბურთელი, რადგან მისი გუნდი ამჟამად ახალი სეზონისთვის ემზადება და საკონტროლო მატჩებს მართავს.

Il Messaggero-სთან ინტერვიუში ილარიმ გაიხსენა, თუ როგორ იწყებდა მოდელის კარიერას. ამასთან, ირალიმ მეუღლე დაიცვა, რომელზეც სხვადასხვა ჭორი ვრცელდება.

"ფული მჭირდებოდა, მაშინ კი კარგად იხდიდნენ. აბა, შეხედეთ სიტუაციას ახლა - რამდენი ახალგაზრდა გოგო აგზავნის სააგენტოებში საკუთარ ფოტოებს, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულს.

სამოდელო საქმეში მთავარია, მომხიბვლელი
იყო და ზღვარს არ გადახვიდე, თორემ მერე ყველაფერი ულამაზო ხდება"
, - თქვა ბლაზმა.

გარდა ამისა, ლამაზმანმა აღნიშნა, რომ ოცნებობს, მისმა ქმარმა კარიერა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს.

"ფრანჩესკო ძალიან შრომისმოყვარე რომ არ იყოს, ფეხბურთს თავს დიდი ხნის წინ დაანებებდა.

თუმცა ფრანჩესკოს მიზნების მიღწევა სურს საკუთარი თავისა და გულშემატკივრისთვის.

ზოგიერთები კი მას ზარმაცს უწოდებენ? ჩვენთვის ეს შეურაცხყოფაა"
, - თქვა ფეხბურთელის მეუღლემ.

Sportall.Ge Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული