ანტონიო კონტე სამი თვით დისკვალიფიცირებულია და 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელსაც იტალიურ ფეხბურთში გარიგებული მატჩების საქმეში ადანაშაულებენ, მართლმსაჯულებასთან გარიგებას დათანხმდა. კონტე გარიგებაზე იმიტომ წავიდა, რომ დისკვალიფიკაციის ვადა სამ თვემდე შეემცირებინა.

კონტეს ადანაშაულებენ, რომ "სიენას" თავკაცობისას "ნოვარასა" და "ალბინოლეფეს" შორის მატჩის გარიგების შესახებ იცოდა, მაგრამ შესაბამის სტრუქტურებს ეს ინფორმაცია დაუმალა. კონტეს დისკვალიფიკაცია სამ თვემდე შეუმცირდა და 100 000 ევროზე მეტ ჯარიმას გადაიხდის.

ასე რომ, 42 წლის სპეციალისტი "იუვენტუსის" სამწვრთნელო სკამზე დაბრუნებას 1 ნოემბრიდან შეძლებს.

გარიგებული მატჩების საქმეში სულ 13 კლუბი და 45 ფეხბურთელი და მწვრთნელია
ბრალდებული. 13 გუნდს შორის სერია A-ში მოასპარეზე კლუბები - "ბოლონია", "სიენა", "სამპდორია" და "უდინეზე" არიან.

ფეხბურთელებს შორის სერიოზული სასჯელი ემუქრება "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მცველ ლეონარდო ბონუჩის. კონტეს გარდა, გამოძიების წინაშე "ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელი სიმონე პეპე და "ბოლონიას" ყოფილი ფორვარდი მარკო დი ვაიო წარსდგებიან.

იტალიის ეროვნულმა დისციპლინარულმა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქმის მოსმენა 1 აგვისტოს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული