ამ მოსაზრებას აქვს საფუძველი, რადგან იტალიურ გუნდებს მართლაც ტოვებენ ვარსკვლავები... ამასთან, სერია A-ს ბინადრებს სულ უფრო და უფრო უჭირთ ვარსკვლავების გადაბირება, რადგან დაუსრულებელი სკანდალების გამო კალჩოს იმიჯი აქვს შელახული... ამ საკითხზე კომენტარები "მილანის" და "იუვენტუსის" მესვეურებმა გააკეთეს, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ...
ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი): "იბრაჰიმოვიჩის და სილვას შემცვლელებს აუცილებლად ვიპოვით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიზნის მიღწევა იმაზე
იტალიური ფეხბურთის იმიჯი შელახულია და ჩვენთან თამაში ვარსკვლავების უმეტესობას, უბრალოდ, არ უნდა.
ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბოლო წლებში მუდმივად კორუფციაზე და ათას უბედურებაზეა ლაპარაკი. უდიდესი სამუშაო უნდა გავწიოთ იმისთვის, რომ იმიჯი გამოვისწოროთ და შელახული რეპუტაცია აღვიდგინოთ".
ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტორი): "რობინ ვან პერსიმ მარტო იმიტომ განაცხადა "იუვენტუსში" გადმობარგებაზე უარი, რომ იტალიაში ასპარეზობა არ სურს.
ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და პრობლემის აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ. როდესაც გუნდს მოგებულ სკუდეტოს ჩამოართმევ, იქ უკეთესის იმედი არც უნდა გქონდეს - ამიტომ, ჯერ ძველი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და სწორ გზაზეც დავდგებით".
აღნიშნულ თემაზე კომენტარი ტიაგო სილვამაც გააკეთა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გახდა პსჟ-ის ფეხბურთელი და სერია A-მ მისი სახით კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა - მოვუსმინოთ ბრაზილიელ მცველს:
"იტალიურ ფეხბურთს იმდენად დიდი ისტორია აქვს, რომ მისთვის ორი და სამი ფეხბურთელის დაკარგვა სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. სერია A გულშემატკივრებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო და ამ მხრივ, არც მომავალში შეიცვლება რამე.
რაც შეეხება "მილანს", ამ გუნდის დატოვება ჩემი სურვილი არ იყო, მაგრამ ასე მოხდა და რეალობას თვალი გავუსწორე. "მილანმა" ჩემში დიდი სარგებელი მიიღო და ეს მამშვიდებს - თავის დროზე ლომბარდიელებმა 10 მილიონ ევროდ მიყიდეს და 42 მილიონად გამასხვისეს.
ბევრი ამბობს, რომ ჩემი და იბრას გარეშე "როსონერი" წარუმატებლობისთვის განწირულია, რასაც ვერაფრით დავეთანხმები. მასიმილიანო ალეგრი ჭკვიანი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალს მონახავს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"