ანტონიო კონტეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი უთხრეს

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტი ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სამი თვით დისკვალიფიცირების წინადადებას არ დათანხმდა.

იტალიელმა სპეციალისტმა 200 000 ევრო უნდა გადაიხადოს იმის გამო, რომ 2010/11 წლების სეზონში, "სიენას" თავკაცობისას, "ნოვარასთან" მატჩის გარიგებულობის შესახებ იცოდა, მაგრამ ამის შესახებ პოლიციას არ აცნობა.

ასევე ვარაუდობდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში 43 წლის კონტე გუნდის სამწვრთნელო სკამზე ვერ დაჯდებოდა.

კომიტეტის წარმომადგენლების აზრით, კონტესთან გამოძიების გარიგება არასამართლიანია. ასე რომ, კონტეს საქმე გადაიხედება და შესაძლოა, მას უფრო მეტი ხნით დისკვალიფიკაცია არგუნონ.

ასევე იხილეთ:
ანტონიო
კონტე სამი თვით დისკვალიფიცირებულია და 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული