კონტეს ადანაშაულებენ, რომ "სიენას" თავკაცობისას "ნოვარასა" და "ალბინოლეფეს" შორის მატჩის გარიგების შესახებ იცოდა, მაგრამ შესაბამის სტრუქტურებს ეს ინფორმაცია დაუმალა. კონტეს დისკვალიფიკაცია სამ თვემდე შეუმცირდა და 100 000 ევროზე მეტ ჯარიმას გადაიხდის.
ასე რომ, 42 წლის სპეციალისტი "იუვენტუსის" სამწვრთნელო სკამზე დაბრუნებას 1 ნოემბრიდან შეძლებს.
გარიგებული მატჩების საქმეში სულ 13 კლუბი და 45 ფეხბურთელი და მწვრთნელია
ფეხბურთელებს შორის სერიოზული სასჯელი ემუქრება "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მცველ ლეონარდო ბონუჩის. კონტეს გარდა, გამოძიების წინაშე "ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელი სიმონე პეპე და "ბოლონიას" ყოფილი ფორვარდი მარკო დი ვაიო წარსდგებიან.
იტალიის ეროვნულმა დისციპლინარულმა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქმის მოსმენა 1 აგვისტოს დაიწყება.