ალბერტო აკვილანი "ლივერპულიდან" ფლორენციის "ფიორენტინაში" გადავიდა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" და ფლორენციის "ფიორენტინამ" 28 წლის ნახევარმცველის, ალბერტო აკვილანის გადასვლის საკითხი შეათანხმეს.

ფეხბურთელმა ფლორენციულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების თანხა არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ აკვილანი "ლივერპულში" 2009 წელს გადავიდა. ბოლო დროს ნახევარმცველი "იუვენტუსში" და "მილანში" იჯარით თამაშობდა. ადრე ფეხბურთელის აგენტმა მოთამაშის იტალიაში დაბრუნების ვარიანტი გამორიცხა, "წითლების" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა კი განაცხადა, რომ იტალიელის ადგილს გუნდში ვეღარ ხედავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული